Skip to content
Geo Route — Tours & Travel
ტურები ინდივიდუალური ტური ჩვენ შესახებ კონტაქტი დაჯავშნა

წესები და პირობები

ეს პირობები ეხება Geo Route-ის საიტზე დაჯავშნილ ყველა ტურს. ჯავშნის გაკეთებით ეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს.

ჯავშანი

  • ჯავშნისთვის საკმარისია სახელი, ტელეფონი და email — რეგისტრაცია საჭირო არ არის.
  • ყოველ ჯავშანს ჩვენი გუნდი პირადად ამოწმებს. ჯავშანი ძალაშია მას შემდეგ, რაც დადასტურებას email-ზე მიიღებ.
  • ფასები ლარშია. აშშ დოლარსა და ევროში ნაჩვენები თანხა საორიენტაციოა, ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით.

გადახდა

  • საბანკო გადარიცხვა: სრული თანხა ჯავშნიდან 12 სამუშაო საათში უნდა ჩაირიცხოს. ქვითრის ატვირთვა ჯავშნის გვერდზე სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო. ვადაში გადაუხდელი ჯავშანი უქმდება და ადგილები თავისუფლდება.
  • ადგილზე გადახდა: სრულ თანხას იხდი ტურის დღეს, დაწყებამდე.
  • ავანსს არ ვითხოვთ — იხდი მხოლოდ სრულ თანხას.

გაუქმება და თანხის დაბრუნება

  • ტურამდე 48 საათით ადრე გაუქმებისას გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
  • ტურამდე 48-დან 24 საათამდე გაუქმებისას ვაბრუნებთ თანხის 50%-ს.
  • ტურამდე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე გაუქმებისას ან ტურზე გამოუცხადებლობისას თანხა არ ბრუნდება.
  • თუ ტურს ჩვენ ვაუქმებთ (ცუდი ამინდი, ჯგუფი ვერ შეგროვდა და სხვ.), შემოგთავაზებთ სხვა თარიღს ან თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
  • გასაუქმებლად მოგვწერე WhatsApp-ზე ან email-ზე და მიუთითე ჯავშნის კოდი.

ტურის დღეს

  • შეკრების ადგილი და დრო ტურის გვერდზე და დადასტურების წერილშია. თუ სასტუმროს მისამართი მიგვითითე, იქ დაგხვდებით.
  • ჯგუფი დაგვიანებულს 15 წუთზე მეტ ხანს ვერ დაელოდება.
  • ამინდის, გზის ან უსაფრთხოების გამო გიდს შეუძლია მარშრუტის თანმიმდევრობა შეცვალოს.
  • შესასვლელი ბილეთები (მაგალითად, მღვიმეებსა და კანიონებში) ფასში შედის მხოლოდ მაშინ, თუ ეს ტურის გვერდზეა მითითებული.