ჩვენ შესახებ
Geo Route ადგილობრივი ტურისტული სააგენტოა. საქართველოს ყველაზე ლამაზ ადგილებს ერთდღიან და მრავალდღიან ტურებად ვაერთიანებთ: იმერეთის კანიონებსა და მღვიმეებს, ყაზბეგისა და სვანეთის მთებს, მცხეთისა და ქუთაისის ძველ ტაძრებს.
რას გთავაზობთ
- მზა მარშრუტებს წინასწარ ცნობილი ფასით — ფასი საიტზევე ჩანს.
- ჯგუფურ და კერძო ტურებს: შემოუერთდი ჯგუფს ან იმოგზაურე მხოლოდ შენიანებთან ერთად.
- გიდს, რომელიც ყველა ადგილის ისტორიას გიამბობს.
- ინდივიდუალურ მარშრუტს — მოგვწერე, სად და რამდენი დღით გინდა, და დაგიგეგმავთ.
როგორ ვმუშაობთ
ტურს საიტზე რეგისტრაციის გარეშე დაჯავშნი. გადაიხდი საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე, ტურის დღეს. ყოველ ჯავშანს პირადად ვამოწმებთ და დადასტურებას email-ზე გიგზავნით.
დაგვიკავშირდი
ყველაზე სწრაფად WhatsApp-ზე გიპასუხებთ: +995 557 630 897.
საოცარი ადგილები
კანიონები, მღვიმეები, მთები და ტაძრები — ერთ ტურში.
დაუვიწყარი გამოცდილება
ადგილობრივი გიდი, რომელმაც ყველა ბილიკი იცის.
ჯგუფური და კერძო
შეუერთდი ჯგუფს ან წაიყვანე შენი ხალხი ცალკე.
საიმედო მომსახურება
ფასი წინასწარ ჩანს, ჯავშანს პირადად ვადასტურებთ.